რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „ბრიქსის“ სამიტს დისტანციურად დაესწრო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „ბრიქსის“ სამიტს დისტანციურად დაესწრო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „ბრიქსის“ სამიტს დისტანციურად დაესწრო.

კრემლის ვებსაიტზე გავრცელებული ინფორმაციით, სამიტიის მონაწილეებმა განიხილეს „ბრიქსის“ წევრი ქვეყნების თანამშრომლობის საკითხები სავაჭრო-ეკონომიკურ, ფინანსურ, საინვესტიციო და სხვა სფეროებში გლობალური ეკონომიკის მიმდინარე სიტუაციის გათვალისწინებით.

ცნობისთვის, აღნიშნული სამიტი ბრაზილიის პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა. ბრაზილიურმა მხარემ სამიტის თემად „ბრიქსის“ ერთობლივი რეაგირება დაასახელა ამერიკის ტარიფებსა და სანქციებზე.