რუსეთის პრეზიდენტი სომხეთში ჩადის
რუსეთის პრეზიდენტი სომხეთში ჩადის

რუსეთის პრეზიდენტი სომხეთში ჩადის. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ტიგრან ბალაიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინი სომხეთს ოფიციალური ვიზიტით უახლოეს მომავალში ეწვევა.

ტიგრან ბალაიანმა  კონკრეტული თარიღი არ დაასახელა.