რუსეთის პრეზიდენტი პალესტინაში ჩავიდა
რუსეთის პრეზიდენტი პალესტინაში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პალესტინას ეწვია. პუტინი ვიზიტის ფარგლებში პალესტინის ლიდერთან, მაჰმუდ აბასთან მოლაპარაკებას გეგმავს.

რუსული მედიის ინფორმაციით, მხარეები ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას განიხილავენ.

პალესტინაში ჩასვლამდე, ვლადიმერ პუტინი იერუსალიმში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ რუვენ რივლინთან და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრა გამართა და მონაწილეობა მიიღო ფორუმში სახელწოდებით – „გვახსოვს ჰოლოკოსტი, ვებრძვით ანტისემიტიზმს“.