რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი ორდღიანი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა.
მიშუსტინმა ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან, ლი ციანთან მოლაპარაკებების დაწყებამდე არაფორმალური შეხვედრა გამართა. ხვალ კი რუსეთის პრემიერ-მინისტრი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდება.
როგორც რუსეთის მთავრობის პრესსამსახურში აღნიშნეს, მოლაპარაკებების მთავარი საკითხი იქნება სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება, ლოგისტიკური კავშირისა და სამრეწველო თანამშრომლობის ხელშეწყობა, ენერგეტიკული პარტნიორობის გაძლიერება და მაღალი ტექნოლოგიებისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოება.