რუსეთის პოლიციამ რუსი ოპოზიციონერი აქტივისტი ლიუბოვ სობოლი დაკითხა და მის სახლში ჩხრეკა ჩაატარა
რუსეთის პოლიციამ რუსი ოპოზიციონერი აქტივისტი ლიუბოვ სობოლი დაკითხა და მის სახლში ჩხრეკა ჩაატარა

რუსეთის პოლიციამ ოპოზოციონერი აქტივისტის, ლიუბოვ სობოლის სახლში ჩხრეკა ჩაატარა და სობოლი დაკითვაზე წაიყვანა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი და სობოლის თანაგუნდელები ავრცელებენ.

მის სახლში პოლიციის მისვლის შესახებ ინფორმაცია თავად სობოლმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაავრცელა.

სობოლი ვარაუდობს, რომ ჩხრეკა მოსკოვში, ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმის სავარაუდო მონაწილის, „ეფესბეს“ თანამშრომლის სახლთან მის მისვლას უკავშირდება.

პოლიციამ ლიუბოვ სობოლო 21 დეკემბერსაც დააკავა, როდესაც ის ნავალნის მოწამვლის სავარაუდო მონაწილის, კონსტანტინ კუდრიავცევის ბინასთან მივიდა.