რუსეთის პირველი არხის რედაქტორი - რაც უკრაინაში ხდება, დანაშაულია, რუსეთი კი აგრესორი ქვეყანაა, ამ დანაშაულზე პასუხისმგებლობა ვლადიმერ პუტინის სინდისზეა
რუსეთის პირველი არხის რედაქტორი - რაც უკრაინაში ხდება, დანაშაულია, რუსეთი კი აგრესორი ქვეყანაა, ამ დანაშაულზე პასუხისმგებლობა ვლადიმერ პუტინის სინდისზეა

რუსეთის პირველი არხის რედაქტორმა მარინა ოვსიანიკოვამ, რომელიც საინფორმაციო გამოშვება „ვრემიას“ დროს ეთერში ომის საწინააღმდეგო პლაკატითა და შეძახილებით გამოჩნდა, წინასწარ ვიდეომიმართვა გაავრცელა.

„ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, დანაშაულია. რუსეთი კი აგრესორი ქვეყანაა​. ამ დანაშაულზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთი ადამიანის სინდისზეა. ეს ადამიანი ვლადიმერ პუტინია. მამაჩემი უკრაინელია, დედა – რუსი. ისინი არასდროს ყოფილან მტრები. ეს ყელსაბამი ჩემს ყელზე არის სიმბოლო იმისა, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს ძმის მკვლელი ომი და ჩვენი მოძმე ერები კიდევ შეძლებენ შერიგებას. სამწუხაროდ, ბოლო წლები მე ვმუშაობდი პირველ არხზე, დაკავებული ვიყავი კრემლის პროპაგანდით და ახლა მე მრცხვენია ამის გამო. მრცხვენია, რომ ვუშვებდი ტელევიზორის ეკრენიდან ტყუილის თქმას. მრცხვენია, რომ ვუშვებდი რუსი ხალხის ზომბირებას. ჩვენ გავჩუმდით 2014 წელს, როდესაც ეს ყველაფერი მხოლოდ იწყებოდა. ჩვენ არ გავედით მიტინგებზე, როდესაც კრემლი წამლავდა ნავალნის. ჩვენ უბრალოდ მდუმარედ ვადევნებდით თვალს ამ ანტიადამიანურ რეჟიმს. ახლა კი ჩვენ ზურგი გვაქცია მთელმა მსოფლიომ. ჩვენი შთამომავლობის ათი თაობა ვერ ჩამოირეცხავს ამ ძმისმკვლელი ომის სირცხვილს. ჩვენ, რუსი ხალხი მოაზროვნე და ჭკვიანები ვართ. მხოლოდ ჩვენს ძალებშია ამ სიგიჟის შეჩერება. გამოდით მიტინგებზე, ნურაფრის გეშინიათ, ისინი ყველა ჩვენგანს ვერ დააპატიმრებენ“, – აცხადებს რუსი ჟურნალისტი.

როგორც მარინა ოვსიანიკოვას ადვოკატმა რუსულ მედიასთან განაცხადა, ჟურნალისტი ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს „ოსტანკინოს“ განყოფილებაშია გადაყვანილი.

14 მარტს რუსეთის პირველი არხის გადაცემა „ვრემიას“ დროს სტუდიაში არხის თანამშრომელი გამოჩნდა, პლაკატით „არა ომს“.