რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი - კომპრომისებზე საუბარი ნაადრევია, შეიძლება ითქვას, რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციებმა ერთმანეთის მოსმენა დაიწყეს
კომპრომისებზე საუბარი ნაადრევია, შეიძლება ითქვას, რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციებმა ერთმანეთის მოსმენა დაიწყეს, – ამის შესახებ რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა, კირილ დმიტრიევმა ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.
„ვფიქრობ, კომპრომისებზე საუბარი ნაადრევია, შეიძლება ითქვას, რომ მხარეებმა დაიწყეს ერთმანეთთან კომუნიკაცია, დაიწყეს ერთმანეთის მოსმენა, დაიწყეს დიალოგი“, – განაცხადა დიმიტრიევმა.
ცნობისთვის, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა გაიმართა. აშშ-ს მხრიდან შეხვედრას ქვეყნის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი წარმოადგენდნენ. რუსეთის დელეგაციას კი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი წარმოადგენდნენ.