რუსეთის პეზიდენტის თანაშემწის განცხადებით, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრიდან კრემლის ლიდერი შესანიშნავი განწყობით გამოვიდა

10:48, 19.11.2026

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრიდან „შესანიშნავი განწყობით“ გამოვიდა, – ამის შესახებ რუსეთის პეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.

უშაკოვის თქმით, ლიდერებმა შეხვედრაზე ძირითადად უკრაინაში ომის დასრულების საკითხი განიხილეს. მისი შეფასებით, საუბარი წარმატებული იყო, თუმცა მხარეებს რაიმე მნიშვნელოვანი განცხადება არ გაუკეთებიათ.

კრემლის წარმომადგენლის ინფორმაციით, შეხვედრა დაახლოებით 35-40 წუთს გაგრძელდა და სამმხრივი სამიტისთვის მოსამზადებელ ხასიათს ატარებდა.

შეხვედრის დაწყებამდე ტრამპმა პუტინთან „შესანიშნავ ურთიერთობაზე“ ისაუბრა და რუსეთის პრეზიდენტს მეგობარი უწოდა.

მსგავსი