რუსეთის ომბუდსმენი საქართველოს სახალხო დამცველს სთხოვს, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების უფლებების დაცვაში დაეხმაროს
რუსეთის ომბუდსმენი საქართველოს სახალხო დამცველს სთხოვს, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების უფლებების დაცვაში დაეხმაროს

რუსეთის ომბუდსმენი საქართველოს სახალხო დამცველს სთხოვს, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების უფლებების დაცვაში დაეხმაროს. ამის შესახებ რუსული მედია, ომბუდსმენის, ტატიანა მოსკალკოვას პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდობით იუწყება.

როგორც ტატიანა მოსკალკოვამ განმარტა, რუსული ტელეარხის „რასია 24“-ის გადამღებ ჯგუფზე ნაციონალისტების მხრიდან თავდასხმა განხორციელდა. ათასობით რუსი ტურისტი კი იძულებული გახდა სამშობლოში ნაადრევად დაბრუნებულიყო. ამასთან ერთად, რუსეთის ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მისი ხელმძღვანელის, სერგეი გავრილოვის უფლებები დაირღვა.