რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ვალერი კარპინი დაინიშნა #1TVSPORT
რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ვალერი კარპინი დაინიშნა #1TVSPORT

„როსტოვის“ მთავარი მწვრთნელი ვალერი კარპინი რუსეთის ნაკრებს ჩაუდგა სათავეში. უახლოესი ნახევარი წლის განმავლობაში ის შეათავსებს პოსტებს კლუბსა და ეროვნულ გუნდში.

კარპინთან კონტრაქტი 2021 წლის 31 დეკემბრამდე იქნება ძალაში.

„კარპინისთვის ნაკრები – ახალი გამოწევაა. და ჩვენ დავინახეთ მისი მხრიდან ამ გამოწვევის მიღების სურვილი და მზადყოფნა“, – განაცხადა რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა ალექსანდრ დიუკოვმა.

კარპინმა რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე სტანისლავ ჩერჩესოვი შეცვალა, რომელმაც ევრო 2020–ს შემდეგ დატოვა პოსტი. ევროპის ჩემპიონატზე რუსეთი ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა.