რუსეთის მთავრობის წარმომადგენელი – ვხედავთ, როგორ ცდილობენ სომხეთის გადაქცევას მესამე უკრაინად, თუ მოლდოვას მეორე უკრაინად მივიჩნევთ, ფაშინიანი კი, ნახტომებით ადგას ზელენსკის გზას

19:50, 18.10.2023

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აქტიურად მიჰყვება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კვალს, – ამის შესახებ რუსეთის მთავრობის მაღალჩინოსანმა, რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ევროპარლამენტში, 17 ოქტომბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გამოსვლას ჩვენ მივიჩნევთ, როგორც აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და პროვოკაციულს, განსაკუთრებით რუსეთთან და რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობენ სომხეთის გადაქცევას მესამე უკრაინად, თუ მოლდოვას მეორე უკრაინად მივიჩნევთ, ფაშინიანი კი, ნახტომებით ადგას ვოლოდიმირ ზელენსკის გზას“, – განაცხადა რუსეთის მთავრობის წარმომადგენელმა, რომლის ვინაობაც დაკონკრეტებული არ არის.

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პარუირ ოვანისიანმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტში მოკავშირეების მიმართ გაჟღერებული ბრალდებების დროს, სომხეთის პრემიერ-მინისტრს კონკრეტული ქვეყანა არ დაუსახელებია.

მსგავსი