რუსეთის მთავრობამ „არამეგობრულ ქვეყნებში“ რეგისტრირებული მძიმე სატვირთო მანქანების ტრანზიტის შეზღუდვები 2023 წლის ბოლომდე გაახანგრძლივა
რუსეთის მთავრობამ „არამეგობრულ ქვეყნებში“ რეგისტრირებული მძიმე სატვირთო მანქანების ტრანზიტის შეზღუდვები 2023 წლის ბოლომდე გაახანგრძლივა

რუსეთის მთავრობამ „არამეგობრულ ქვეყნებში“ რეგისტრირებული მძიმე სატვირთო მანქანების ტრანზიტის შეზღუდვები 2023 წლის ბოლომდე გაახანგრძლივა, მათ შორის პოლონეთიდან, – ამის შესახებ საუბარია რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ გავრცელებულ დადგენილებაში.

დოკუმენტის თანახმად, „არამეგობრული ქვეყნებიდან“ რუსეთის გავლით მხოლოდ შეზღუდული ტვირთის გადატანის უფლება ექნებათ, ხოლო საერთაშორისო ტვირთებს პოლონეთში რეგისტრირებული მანქანებით რუსეთის ფედერაციის გავლის უფლება არ ექნებათ.

რუსეთის მთავრობამ დააკონკრეტა, რომ გამონაკლისი დაშვებულია „კრიტიკულ პროდუქტებზე, რომელშიც იგულისხმება მედიკამენტები, სამედიცინო მოწყობილობები და სხვა“.

ჯერ კიდევ მაისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ფედერაციის მინისტრთა კაბინეტი განიხილავდა პოლონური სატვირთო მანქანების რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გავლის აკრძალვის საკითხს.

შეგახსენებთ, რომ პირველი ივნისიდან პოლონეთმა გასცა ბრძანება ბელარუსის საზღვრის გავლით რუსული და ბელარუსული მანქანების სატვირთო მიმოსვლის შეჩერების შესახებ.