რუსეთის მიერ ზაპოროჟიეზე განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 113-მდე გაიზარდა
რუსეთის მიერ ზაპოროჟიეზე განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 113-მდე გაიზარდა

ზაპოროჟიეზე რუსეთის მიერ გუშინ განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 113-მდე გაიზარდა. მათგან 59 ჰოსპიტალიზებულია, საიდანაც 10-ის მდგომარეობა მძიმეა.

რუსეთის ძალების იერიშს 13 ადამიანი ემსხვერპლა.

ქალაქ ზაპოროჟიეზე რუსეთის დარტყმა გუშინ დღის დაახლოებით 16:00 საათზე განხორციელდა.

საოკუპაციო ძალებმა იერიში ხალხმრავალ ქუჩაზე მართვადი ავიაბომბებით მიიტანეს.

დაზიანდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მარავალსართულიანი შენობა.