რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ოდესის დაბომბვას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ოდესის დაბომბვას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის არმიის მიერ უკრაინის ქალაქ ოდესის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა.

უკრაინული მედიის თანახმად, საჰაერო თავდაცვის ძალების აქტიური მუშაობის მიუხედავად, ქალაქში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა, მათ შორის ბენზინგასამართი სადგურები და სამგზავრო მანქანები.

ერთ-ერთი მშენებარე სახლის მახლობლად, დაცვის ოთახში ხანძარი გაჩნდა, რა დროსაც დაცვის ერთი თანამშრომელი დაიღუპა. თავდასხმის შედეგად განადგურდა ათი ავტოფარეხი, ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული შენობა და სამშენებლო მისაბმელები.

რუსეთმა თავდასხმისთვის უპილოტო აპარატები გამოიყენა.