რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ დნიპროზე დრონებით თავდასხმისას ოთხი ადამიანი დაიღუპა
რუსეთის არმია უკრაინის ქალაქ დნიპროს უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულია ოთხი და დაშავებულია 21 ადამიანი.
მედიის ცნობით, დრონებით იერიშის შედეგად ცეცხლი გაჩნდა სარესტორნო კომპლექსში, ასევე კერძო სახლებში. დაზიანდა მრავალსართულიანი შენობები და ავტომობილები.
რეგიონის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა ქალაქის მიმართულებით 20-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, საიდანაც უმეტესი ნაწილი უკრაინის თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს.