რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ დნეპრზე განხორციელებული თავდასხმისას სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ დნეპრზე განხორციელებული თავდასხმისას სამი ადამიანი დაიღუპა

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ დნეპრზე განხორციელებული თავდასხმისას სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, მსხვერპლთა შორის ერთი ბავშვია. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 28 ადამიანი დაშავდა, რომელთა შორის ოთხი ბავშვია.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა საცხოვრებელ რაიონზე უპილოტო აპარატებით მიიტანა იერიში, რომლის შედეგად დაზიანდა სახლები, სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, სასწავლო დაწესებულება და კვების საწარმოების შენობა, ასევე მანქანები.

უპილოტო საფრენი აპარატის შეტევამ ქალაქში რამდენიმე ხანძარი გამოიწვია, რომლებიც ლიკვიდირებულია. სამუშაოებში 173 მაშველი და საგანგებო სიტუაციების სამსახურის 37 ერთეული ტექნიკა იყო ჩართული.

როგორც ქალაქის მერმა, ბორის ფილატოვმა აღნიშნა, ერთი უპილოტო აპარატი ქალაქი მერიის შენობის სიახლოვეს დაეცა. მისი თქმით, სულ მცირე, 15 სახლი დაზიანდა.