რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა
რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. როგორც კიევის სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ რამდენიმე ცხედრის ამოყვანა შეძლეს, მათ შორის არის 27 წლის ქალი, დაშავებულთა რიცხვი, უკრაინის ხელისუფლების ცნობით, 90-ია.
ცნობისთვის, კიევზე და უკრაინის კიდევ რამდენიმე ქალაქზე, ასევე ოლქებზე დრონებითა და რაკეტებით იერიში 24 აპრილის ღამეს განხორციელდა. 25 აპრილი უკრაინის დედალაქში გლოვის დღედ გამოცხადდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ დარტყმა განხორციელდა „საავიაციო, სარაკეტო-კოსმოსური, მანქანათმშენებელი და სატანკო მრეწველობის ობიექტებზე“.