რუსეთის მიერ სარაკეტო თავდასხმის შედეგად ხერსონთან სამი ადამიანი დაიღუპა

00:58, 18.05.2023

რუსეთის მიერ სარაკეტო თავდასხმის შედეგად უკრაინის ქალაქ ხერსონთან სამი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის არის 5 წლის ბავშვიც, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი ჭურვი ხერსონის რაიონის სოფელ ზელენოვკაში, მაღაზიასთან ჩამოვარდა.

სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავებულია ორი მამაკაცი და 16 წლის მოზარდი, რომელიც მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მსგავსი