რუსეთის მიერ ქალაქ პავლოჰრადზე იერიშის შედეგად მცირეწლოვანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც
რუსეთის მიერ დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოჰრადზე მიტანილი იერიშის შედეგად რვა წლის ბავშვი დაიღუპა, დაშავებულია ორი ადამიანი.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ოლქის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დაიღუპა რვა წლის გოგონა. კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა. ასეთია პავლოგრადზე დილით განხორციელებული მტრის შეტევის შედეგები. დაშავებული 49 წლის ქალი ჰოსპიტალიზებულია. მისი მდგომარეობა ექიმებმა საშუალო სიმძიმის ხარისხით შეაფასეს“, – აღნიშნავს დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ განჟა.
დარტყმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა ორ კერძო სახლს, ერთი სახლი დანგრეულია.