რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ენერგეტიკული კრიზისის გამო 10 დეკემბრიდან სკოლები და ბაღები დაიხურება

19:26, 09.12.2024

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ენერგეტიკული კრიზისის გამო 10 დეკემბრიდან სკოლები და ბაღები დაიხურება.

ამის შესახებ ინფორმაცია საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა, ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ გააკეთა.

ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია, რა ვადით იხურება სკოლები და ბაღები.

ცნობისთვის, 9 დეკემბრიდან რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებლებს დენი გრაფიკით მიეწოდებათ.

მსგავსი