ოდესაში რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, ხოლო 16 დაშავდა

11:18, 16.04.2026

რუსული მხარის მიერ ოდესაში განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, ხოლო 16 დაშავდა.

„სამწუხაროდ, გვყავს დაღუპულები. დაშავებულებს ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება გაეწევათ“, – განაცხადა ქალაქის მერმა, სერგეი ლისაკმა.

თავდასხმის  შედეგად რამდენიმე რაიონში დაზიანდა საცხოვრებელი ინფრასტრუქტურაც.

როგორც უკრაინული მედია წერს, ხანძარი გაჩნდა რამდენიმე ობიექტზეც.

სამაშველო სამსახურები შემთხვევის ადგილზე მუშაობას განაგრძობენ.

მსგავსი