უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის მიერ კრამატორსკში სამოქალაქო ავტობუსზე იერიშს 30 ადამიანი ემსხვერპლა
რუსეთის მიერ კრამატორსკში სამოქალაქო ავტობუსზე მიტანილ იერიშს 30 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას გამოცემა „უნიანი“ ავრცელებს.
მომხდარს გამოეხმაურა დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი. ვადიმ ფილაშკინის თქმით, შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ 18 მოქალაქე.
მისივე ინფორმაციით, კრამატორსკსა და სლავიანსკში უსაფრთხოების გაუარესების გამო საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების შეჩერება უბრძანა.
მომხდარს გამოეხმაურა ქალაქის საბჭოც. მათ ფრონტის ხაზთან მდებარე ქალაქში ავტობუსზე თავდასხმას რუსეთის არმიის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი კიდევ ერთი საშინელი დანაშაული უწოდა.
უკრაინის ეროვნული პოლიციის ცნობით, რუსულმა ჯარებმა კრამატორსკზე „UMBP D-30 SN“-ის ტიპის ბომბებით იერიში დაახლოებით 10:00 საათზე მიიტანეს.