რუსეთის მიერ კიევზე მიტანილი იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა 

11:27, 27.10.2026

25-26 ოქტომბრის ღამეს რუსეთის მიერ უკრაინის დედაქალაქ კიევზე მიტანილი იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ კიევის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„26 ოქტომბრის საღამოდან დედაქალაქზე განხორციელებული მტრის თავდასხმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 14 დაშავდა. დაშავებულთაგან ცხრა მედიკოსებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – წერს ვიტალი კლიჩკო.

რუსეთის მიერ კიევზე მიტანილი იერიშების შედეგად მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები, სამედიცინო დაწესებულებები, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი და მანქანები დაზიანდა.

გასულ ღამეს რუსული ძალების მიერ ქალაქ ხარკოვში, ნოვობავარის რაიონზე მიტანილი იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

„ნოვობავარის რაიონზე მიტანილი დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. საცხოვრებელი შენობები, სახლები და მანქანები დაზიანდა“, – განაცხადა ქალაქის მერმა, იგორ ტერეხოვმა.

მსგავსი