რუსეთის მიერ ხერსონზე იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი

12:23, 27.08.2025

რუსეთის ძალების მიერ ხერსონზე იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი პირი და დაშავდა სამი ადამიანი.

ინფორმაციას ამის შესახებ ხერსონის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაცია და ხერსონის საოლქო პროკურატურა ავრცელებენ.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსმა სამხედროებმა გამთენიისას საარტილერიო ცეცხლი გახსნეს ხერსონის მიმართულებით, მოგვიანებით კი ქალაქის ცენტრალურ ნაწილზე დრონით დარტყმა განხორციელდა.

მსგავსი