რუსეთის მიერ ხარკოვზე იერიშის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა
რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ხარკოვზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა ხარკოვზე „შაჰედის“ ტიპის დრონებით მიიტანა იერიში, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა, შვიდი კი დაშავდა.
ხარკოვის შევჩენკოს რაიონში დრონით თავდასხმა სამოქალაქო საწარმოზე მოხდა.
„მედიკოსები დახმარებას უწევენ ხარკოვში სამოქალაქო ობიექტზე რუსული თავდასხმის შედეგად დაზარალებულებს. ამჟამად საავადმყოფოში იმყოფებიან 47, 50 და 60 წლის ქალები, ასევე 39 და 49 წლის მამაკაცები. ყველა მათგანი წინასწარი მკურნალობის კურსს გადის აფეთქების შედეგად მიყენებული ჭრილობების გამო სხვადასხვა ხარისხის ტრავმებით“, – აცხადებენ ადგილობრივ ხელისუფლებაში.
უკრაინული მედიის თანახმად, რუსეთი ხარკოვს თითქმის ყოველდღიურად უტევს დრონებითა და რაკეტებით.