რუსეთის მიერ ხარკოვზე დრონებით იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 54 კი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვზე იერიში მიიტანა. შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, 54 კი დაშავდა, მათ შორის რვა მცირეწლოვანია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც მედია წერს, რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ რაიონებს 17 „შაჰედის“ ტიპის დრონით შეუტია.
შეტევის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, სათამაშო მოედნები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და საწარმოები.