რუსეთის მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, ინფორმაცია ვრცელდება 14 დაშავებულის შესახებ

18:01, 25.07.2025

რუსეთის არმიის მიერ უკრაინის ქალაქ ხარკოვის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსებმა ხარკოვის ინდუსტრიულ რაიონში მდებარე სამედიცინო დაწესებულებას მართვადი ბომბი ესროლეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა. ვრცელდება ინფორმაცია 14 დაშავებულის შესახებ.

ადგილზე მორიგეობენ საგანგებო სიტუაციების სამსახური, სამართალდამცავი ორგანოები და სამედიცინო ჯგუფები.

რეგიონული პროკურატურის ხელმძღვანელმა, ამილ ომაროვმა განაცხადა, რომ რუსებმა ხარკოვზე UMBP-5 ტიპის საჰაერო ბომბებით მიიტანეს იერიში. პროკურორის თქმით, რუსები, სავარაუდოდ, ხარკოვს ახალი ტიპის იარაღის საცდელ პოლიგონად იყენებენ.

მსგავსი