მედიის ცნობით, რუსეთის მიერ დრონებით იერიშის შედეგად საპორტო ქალაქ იზმაილში 13 000 ტონა მარცვლეული განადგურდა

15:50, 23.08.2023

რუსეთის მიერ დრონებით განხორციელებული იერიშის შედეგად დუნაის სანაპიროზე მდებარე საპორტო ქალაქ იზმაილში 13 000 ტონა მარცვლეული განადგურდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც უკრაინის ვიცე-პრემიერი ალექსანდრ კუბრაკოვი ტელეგრამარხზე წერს, რუსეთის თავდასხმის შედეგად იზმაილის პორტის საექსპორტო პოტენციალი 15%-ით შემცირდა.

„რუსეთი სისტემატურად ურტყამს ხორბლისა და სხვა მარცვლეულის საცავებს, რათა უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი შეაჩეროს“, – განაცხადა კუბრაკოვმა.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის მიერ დრონებით თავდასხმა გუშინ, ღამით მოხდა და სამი საათი გრძელდებოდა. უკრაინელმა სამხედროებმა ცხრა უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება შეძლეს.

მსგავსი