რუსეთის მიერ დნეპროპეტროვსკის ოლქზე დრონებით იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
რუსეთის მიერ დნეპროპეტროვსკის ოლქზე დრონებით იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

რუსეთის ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს იერიში. დაღუპულია ორი ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი ავრცელებს.

დრონით დარტყმის ადგილას გაჩნდა ცეცხლი, დაზიანებულია კერძო სახლები, ადმინისტრაციული შენობები და მაღაზია.

მანამდე, ღამით რუსეთის ძალებმა დრონებით დარტყმა განახორციელებს დნეპროპეტროვსკის ოლქის პავლოგრადის რაიონზე, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი ადამიანი.