რუსეთის ლიპეცკის ოლქში უპილოტო აპარატებით თავდასხმა მოხდა ქარხანა „ენერგიაზე“, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატებისთვის აკუმულატორებს აწარმოებს
რუსეთის ლიპეცკის ოლქში უპილოტო აპარატებით თავდასხმა მოხდა ქარხანა „ენერგიაზე“, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატებისთვის აკუმულატორებს აწარმოებს.
რეგიონის გუბერნატორმა, იგორ არტამონოვმა განაცხადა, რომ „იელეცში ერთ-ერთი საწარმოს ავტოსადგომზე ხანძარი გაჩნდა აპარატის ჩამოვარდნის შემდეგ. იგორ არტამონოვის თქმით, მსხვერპლი ან დაშავებულები არ არიან, ხოლო ახლომდებარე საამქროების თანამშრომლები ევაკუირებული არიან.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ხანძარი თავად საწარმოს ტერიტორიაზე გაჩნდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი აპარატის ნამსხვრევები ლიპეცკის ოლქში კერძო საცხოვრებელ შენობას დაეცა, რის შედეგადაც 1954 წელს დაბადებული ქალი დაიღუპა და კიდევ ორი ადამიანი დაშავდა. „ენერგია“ არის უდიდესი საწარმო რუსეთში, რომელიც აწარმოებს ქიმიური ენერგიის წყაროებს. ქარხანა სპეციალიზირებულია საყოფაცხოვრებო, ზოგადი სამრეწველო და სპეციალური აღჭურვილობის, კერძოდ, ავიაციის, სამოქალაქო-სამდინარო და საზღვაო ფლოტების, რადიოინჟინერიის და სხვათა ავტონომიური ელექტრომომარაგების შემუშავებასა და წარმოებაში.