რუსეთის ლიბერალურ პარტია „იაბლოკოს“ ერთ-ერთ ლიდერს 11 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რუსეთის ლიბერალურ პარტია „იაბლოკოს“ ერთ-ერთ ლიდერს 11 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მედის ცნობით პარტიის თავმჯდომარის მოადგილეს, ლევ შლოსბერგს, ბრალი წაუყენეს რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციასა და მათ შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის, ამასთან, უკრაინის წინააღმდეგ ომის დაგმობაში.
მედიის ცნობით, შლოსბერგმა თავისი დასკვნითი სიტყვა ომის გასაკრიტიკებლად გამოიყენა და ხაზი ჰგაუსვა, რომ მას უამრავი ადამიანი ეწირება.
„ამ ხნის განმავლობაში ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეწყდა. ადრე თუ გვიან, დაღუპულთა ზუსტი და სრული რიცხვი სახელებით საჯარო გახდება და მთელი ერი შეძრწუნდება ამ სიის გამო“, – განაცხადა მან.
შლოსბერგის დაცვა მისი განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.
ცნობისთვის, 10 აგვისტოს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „როდინას“ სარჩელი სრულად დააკმაყოფილა და ოპოზიციურ პარტია „იაბლოკოს“ სახელმწიფო დუმის არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცა. გამოცემა „ტასის“ ცნობით, პარტია „იაბლოკოს“ ასევე ჩამოერთმევა უფლება ფედერალური სახელმწიფო ტელევიზიებისა და რადიოსადგურების ეთერში უფასო და ფასიანი საეთერო დროის დათმობაზე, მათ შორის აეკრძალება სატელევიზიო დებატებში მონაწილეობა. „იაბლოკო“ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიაა რუსეთში, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომის აქტიური მოწინააღმდეგეა.