რუსეთის კურსკის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ცხრა ადამიანი

09:32, 15.04.2025

რუსეთის კურსკის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, დაიღუპა ერთი, ხოლო დაშავდა ცხრა ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას კურსკის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

„სამწუხაროდ, 85 წლის ქალი გარდაიცვალა. ასევე დაშავდა ცხრა ადამიანი, მათ მიიღეს ნამსხვრევებისგან გამოწვეული ჭრილობები, თავის ტრავმები და დამწვრობები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ოპერატიული სამსახურები მუშაობას განაგრძობენ. შედეგების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

მსგავსი