რუსეთის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დირექტორი - პოლიციაში ამბობენ, რომ აღმოჩენილია შხამი, რომელიც არა მხოლოდ ნავალნის, არამედ გარშემომყოფების სიცოცხლისთვისაც საშიშია
რუსეთის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დირექტორი - პოლიციაში ამბობენ, რომ აღმოჩენილია შხამი, რომელიც არა მხოლოდ ნავალნის, არამედ გარშემომყოფების სიცოცხლისთვისაც საშიშია

„კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დირექტორის, ივან ჟდანოვის თქმით, პოლიციაში ამბობენ, რომ აღმოჩენილია შხამი, რომელიც არა მხოლოდ ნავალნის, არამედ გარშემომყოფების სიცოცხლისთვისაც საშიშია.

მისივე თქით, პოლიციის თანამშრომლებმა შხამის შესახებ ინფორმაცია ნავალნის ახლობელებს არ გაუმხილეს.

„პოლიციაში ამბობენ, რომ ეს სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერებაა არა მხოლოდ ალექსეისთვის, არამედ გარშემომყოფებისთვისაც. ყველა უნდა იყოს დამცავ კოსტიუმში“, – განაცხადა ივან ჟდანოვმა.

ომსკის საავადმყოფოს ექიმებმა ნავალნის ტრანსპორტირებაზე დღეს დილით უარი განაცხადეს. მათი თქმით, პაციენტის მდგომარეობა ჯერ არასტაბილურია. ნავალნის პრესსპიკერმა, კირა იარმიშმა განაცხადა, რომ ექიმები ნავალნის სხვა საავადმყოფოში გადაყვანას ეწინააღმდეგებიან, რადგან პოლიტიკოსის ორგანიზმიდან შხამის გამოსვლას ელოდებიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობა, რომ ალექსეი ნავალანის ტრანსპორტირებითვის განკუთვნილი თვითმფრინავი გერმანიიდან ომსკში უკვე ჩაფრინდა.

შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნი ომსკის საავადმყოფოში 20 აგვისტოს შეიყვანეს. ის ამჟამად კომაშია. წინასწარი ვერსიით, ნავალნი მოწამლულია.

 

დატოვე კომენტარი