რუსეთის ხელისუფლებამ საუდის არაბეთში ამერიკულ დელეგაციასთან მოლაპარაკების წინ მცირე ოდენობის მარიხუანის ფლობის ბრალდებით დაკავებული ამერიკელი გაათავისუფლა
რუსეთის ხელისუფლებამ საუდის არაბეთში ამერიკულ დელეგაციასთან მოლაპარაკების წინ მცირე ოდენობის მარიხუანის ფლობის ბრალდებით დაკავებული ამერიკელი გაათავისუფლა

რუსეთის ხელისუფლებამ საუდის არაბეთში ამერიკულ დელეგაციასთან მოლაპარაკების წინ მცირე ოდენობის მარიხუანის ფლობის ბრალდებით დაკავებული ამერიკელი გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.

28 წლის კელობ ბაიერს უეინი მოსკოვის ვნუკოვის აეროპორტში 7 თებერვალს მას შემდეგ დააკავეს, რაც საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა მის ბარგში კანაფის შემცველი ტკბილეული აღმოაჩინეს.

უენის გათავისუფლებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ აუდის არაბეთში 18 თებერვალს დაგეგმილი მოლაპარაკებები მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების აღდგენას ეხება და ამიტომ „ზოგიერთი მოვლენა შეიძლება განხილული იყოს ამ კონტექსტში“.

უეინის გათავისუფლებამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთმა გაათავისუფლა ამერიკელი ისტორიის მასწავლებელი მარკ ფოგელი, რომელიც 2021 წლის აგვისტოდან რუსეთში პატიმრობაში იმყოფებოდა. მას მარიხუანის გადატანისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

ფოგელის გათავისუფლების სანაცვლოდ, აშშ-მა ციხიდან გაუშვა რუსეთის მოქალაქე ალექსანდერ ვინიკი, რომელიც ფულის გათეთრებისთვის იხდიდა სასჯელს.