რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში მიმდინარე ომში მეშვიდე გენერლის დაღუპვას ადასტურებს
რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში მიმდინარე ომში მეშვიდე გენერლის დაღუპვას ადასტურებს

რუსეთის ხელისუფლება ადასტურებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში დაიღუპა მე-14 არმიის მეთაური, გენერალი ვლადიმირ ზავედსკი. ამის შესახებ ინფორმაცია ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ გუსევმა დაადასტურა.

როგორც ის აცხადებს, ზავედსკი „საბრძოლო პოსტზე დაიღუპა“.

ეს უკვე მეშვიდე რუსი გენერალია, რომელიც უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს დაიღუპა.

მანამდე რუსი გენერლის დაღუპვის შესახებ წერდა რუსული და საერთაშორისო მედია. გავრცელებული ცნობებით, ზავედსკი ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმთან დაიღუპა.