ხაბაროვსკში ერთმანეთს Su-34-ის ტიპის ორი რუსული ავიაგამანადგურებელი შეეჯახა
ხაბაროვსკში ერთმანეთს Su-34-ის ტიპის ორი რუსული ავიაგამანადგურებელი შეეჯახა

ხაბაროვსკიში ერთმანეთს Su-34-ის ტიპის ორი რუსული ავიაგამანადგურებელი შეეჯახა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჰაერში თვითმფრინავების შეხება იაპონიის ზღვასთან მოხდა.

მფრინავებმა კატაპულტირება განახორციელეს, თუმცა მათი ადგილსამყოფელი ჯერ უცნობია. ეკიპაჟის წევრების სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში An-12-ის ტიპის თვითმფრინავი და ორი Mi-8-ის ტიპის ვერტმფრენი მონაწილეობს.

თვითმფრინავები საწვრთნელ მისიას ასრულებდნენ და შეიარაღებით არ იყვენენ აღჭურვილი. ინციდენტთან დაკავშირებით, რუსეთის მთელ ტერიტორიაზე Su-34-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების ფრენები შეწყდა.