რუსეთში, კემეროვოს ოლქის მაღაროში აფეთქება მოხდა, დაიღუპა ექვსი და დაშავდა 45 ადამიანი

12:07, 25.11.2021

რუსეთის კემეროვოს ოლქში მაღაროში აფეთქება მოხდა. აფეთქებისა და დაკვამლიანების შედეგად, გარდაიცვალა ექვსი და დაშავდა 45 ადამიანი. დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევა ქალაქ ბელოვოში, ქვანახშირის მაღაროში მოხდა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, დაკვამლიანება 250 მეტრის სიღრმეზე დაიწყო. მაღაროში 285 ადამიანი იმყოფებოდა. ამჟამად 48 ადამიანი ბლოკირებულია, მათთან კავშირის დამყარება ვერ ხერხდება.

ადგილზე სამშველო ოპერაცია მიმდინარეობას.

მსგავსი