რუსეთის იერიშის შედეგად ზაპოროჟიეში მდებარე ინფრასტრუქტურულ ობიექტში ხანძარი გაჩნდა, 13 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი
რუსეთის იერიშის შედეგად უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში მდებარე ინფრასტრუქტურულ ობიექტში ხანძარი გაჩნდა, 13 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. აღნიშნულის შესახებ ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, ივან ფედოროვმა განაცხადა.
მისი თქმით, ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.
ამასთან, დონეცკის ოლქზე მიტანილი იერიშის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაშავდა. როგორც უკრაინული მედია წერს, უპილოტო საფრენი აპარატი ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც შენობაში ხანძარი გაჩნდა.