რუსეთის იერიშის შედეგად უკრაინა-მოლდოვის საზღვართან გამშვები პუნქტი დაზიანდა

10:42, 25.08.2026

რუსეთის იერიშის შედეგად უკრაინა-მოლდოვის საზღვართან მდებარე საავტომობილო გამშვები პუნქტი დაზიანდა.

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცნობით, „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმა უკრაინა-მოლდოვის საზღვართან მდებარე საერთაშორისო საავტომობილო გამშვებ პუნქტ „ვინოგრადოვკაზე“ მოხდა.

თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა სასაზღვრო პუნქტის ინფრასტრუქტურა.

ამ დროისთვის „ვინოგრადოვკას“ გამშვები პუნქტის გავლით მოქალაქეებისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეჩერებულია.

ამასთან, ღამით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით საერთო ჯამში 150 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. ხარკოვზე მიტანილი იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი