რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ „ფრიდომ ჰაუსი“ არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ „ფრიდომ ჰაუსი“ არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ „ფრიდომ ჰაუსი“ არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა.

რუსეთის უწყებაში მიუთითებენ, რომ უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის შტაბბინაც ვაშინგტონში მდებარეობს, ხშირად გამოდის უკრაინის არმიის ყოველმხრივი დახმარების, რუსული გაყინული აქტივების უკრაინისთვის გადაცემისა და რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სასანქციო წნეხის გაძლიერების მოწოდებით.

რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევის გამოძიებაზე მომუშავე საპარალამენტო კომისიის ხელმძღვანელმა, ვასილი პისკარევმა მარტის დასაწყისში განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობა შეისწავლიდა „ფრიდომ ჰაუსის“ არასასურველი ორგანიზაციების ნუსხაში შეყვანის საკითხს. პისკარევმა უფლებადამცველი ორგანიზაცია „რუსეთში გამართული არჩევნების დისკრედიტაციაში დაადანაშაულა“. ამის მიზეზი გახდა „ფრიდომ ჰაუსის“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, სადაც მიმდინარე წელს რუსეთში ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებული უწოდეს.