რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელი - რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქის ტერიტორიების 99,5% გაათავისუფლეს
რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელი - რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქის ტერიტორიების 99,5% გაათავისუფლეს

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქის ტერიტორიების 99,5% გაათავისუფლეს, – ამის შესახებ რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, ვალერი გერასიმოვმა განაცხადა.

„კურსკის ოლქის რაიონებში, რომელ ტერიტორიაზეც უკრაინის შეიარაღებული ძალები შეიჭრნენ, ტერიტორიის უმეტესი ნაწილი ამჟამად გათავისუფლებულია. ეს არის 1 260 კვადრატული კილომეტრი, 99,5 პროცენტი“, – განაცხადა გერასიმოვმა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ვალერი გერასიმოვთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთი ყოველთვის მზად იყო მოლაპარაკებებისთვის და მიესალმება აშშ-ის, ჩინეთის და სხვა ქვეყნების სწრაფვას უკრაინაში კონფლიქტის სამართლიანი გზით მოგვარებისაკენ.

„ჩვენი მხრიდან ყოველთვის მზად ვიყავით მოლაპარაკებებისთვის და მივესალმებით ამერიკული მხარის, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, ჩვენი ჩინელი მეგობრების, ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინისა და ყველა მხარდამჭერის სწრაფვას უკრაინის კრიზისის სამართლიანი, მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სააღდგომო ზავის ამოქმედების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, სააღდგომო ზავი გაგრძელდება 19 აპრილის 18:00 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე.