რუსეთის გადაწყვეტილებით, სანქტ-პეტერბურგში აშშ-ის საკონსულო დახურეს
რუსეთის გადაწყვეტილებით, სანქტ-პეტერბურგში აშშ-ის საკონსულო დახურეს

რუსეთის გადაწყვეტილებით, სანქტ-პეტერბურგში აშშ-ის საკონსულო დახურეს. ეს ოფიციალური მოსკოვის საპასუხო ნაბიჯია ცივი ომის შემდეგ დიპლომატების გაძევების ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო სერიის გამო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით კი ქვეყანას 60 ამერიკელი დიპლომატი დატოვებს – სწორედ იმდენი, რამდენი რუსი დიპლომატიც გააძევეს აშშ-დან თეთრი სახლის გადაწყვეტილებით. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, იგივე ბედი ელის ყველა ქვეყანას, რომლებმაც ბრიტანეთისა და აშშ-ის მხარდამხარ რუსი დიპლომატები გააძევეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის ელჩი ჯონ ჰუნსტმანი დაიბარეს და უთხრეს, რომ გაძევებულ დიპლომატებს ერთი კვირა აქვთ რუსეთის დასატოვებლად.

სანქტ-პეტერბურგში აშშ-ის საკონსულოს დახურვა კი სამაგიეროა აშშ-ის მიერ სიეტლში რუსეთის საკონსულოს დახურვისთვის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებულ აშშ-ის მინისტრს განუცხადეს.

ამ მიდგომით, გერმანიაში, საფრანგეთსა და პოლონეთში რუსეთიდან ოთხ-ოთხი დიპლომატი დაბრუნდება. 13 უკრაინელ დიპლომატს მოუწევს მოსკოვის დატოვება. რაც შეეხება დანიას, ალბანეთსა და ესპანეთს – რუსეთი მათ ორ-ორ წარმომადგენელს გააძევებს ქვეყნიდან.