რუსეთის ფლოტის გემები ირანში ჩავიდნენ, რათა ომანის ყურესა და არაბეთის ზღვაში დაგეგმილ წვრთნებში მიიღონ მონაწილეობა
რუსეთის ფლოტის გემები ირანში ჩავიდნენ, რათა ომანის ყურესა და არაბეთის ზღვაში დაგეგმილ წვრთნებში მიიღონ მონაწილეობა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის ფლოტის გემები ირანში ჩავიდნენ, რათა ომანის ყურესა და არაბეთის ზღვაში დაგეგმილ წვრთნებში მიიღონ მონაწილეობა.

როგორც რუსეთის სახელმწიფო მედია იუწყება, სამხედრო საზღვაო წვრთნებში სახელწოდებით „საზღვაო უსაფრთხოების სარტყელი“, რუსეთთან და ირანთან ერთად, ასევე მონაწილეობს ჩინეთიც, ხოლო დამკვირვებლის სტატუსით ესწრებიან პაკისტანის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, ომანის, ინდოეთისა და სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლები.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, მანევრების მონაწილეები წვრთნებს გაივლიან საზღვაო ეკონომიკური საქმიანობის უსაფრთხოების დაცვაში.