რუსეთის ფედერაციის ინგუშეთის რესპუბლიკაში ანტიტერორისტული ცენტრის სამხედროებმა ორი შეიარაღებული მებრძოლი მოკლეს

16:08, 06.11.2017

რუსეთის ფედერაციის ინგუშეთის რესპუბლიკაში ანტიტერორისტული ცენტრის სამხედროებმა ორი შეიარაღებული მებრძოლი მოკლეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, შეირაღებული პირები ავტომაგისტრალ „კავკაზზე“ საგზაო პოლიციის საგუშაგოს თავს დაესხნენ.

ამასთან, ორმხრივი სროლის შედეგად დაღუპულია ერთი ოფიცერი, ორი ჯარისკაცი კი დაჭრილია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს.

რუსეთის სამხრეთ რესპუბლიკებში პოლიცია მეამბოხეების თავდასხმის ობიექტი ხშირად ხდება.

 

ავტორი: გივი ბარამიძე

მსგავსი