რუსეთის ფედერაციული საბჭოს წევრებს აშშ-ის ვიზები არ მისცეს

12:42, 24.09.2019

რუსეთის ფედერაციული საბჭოს წევრებს აშშ-ის ვიზები არ მისცეს. მათ შორის არის რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის წევრი და საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, კონსტანტინ კოსაჩოვი.

რუსი სენატორები ნიუ იორკში გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად მიემგზავრებოდნენ.

როგორც თავად კოსაჩოვი ამბობს, აშშ-ის ვიზები რუსეთის დელეგაციის სულ 10-მა წევრმა ვერ მიიღო.

მსგავსი