რუსეთის ერთ-ერთ კოლეჯში სტუდენტმა ცეცხლი გახსნა, არიან გარდაცვლილები
რუსეთის ერთ-ერთ კოლეჯში სტუდენტმა ცეცხლი გახსნა, არიან გარდაცვლილები

რუსეთში, ამურის ოლქის ქალაქ ბლაგოვეშენსკში, ერთ-ერთ კოლეჯში სტუდენტმა ცეცხლი გახსნა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ამურის ოლქის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

რეგიონის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სროლის შედეგად გარდაცვლილია ორი ადამიანი, მათ შორის ერთი თავად თავდამსხმელია. ის ამავე სასწავლებლის 19 წლის სტუდენტია. მან სავარაუდოდ თავი მოიკლა. ასევე დაშავებულია სულ მცირე სამი პირი, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

ინციდენტი სწავლის დროს, ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 10:00 საათზე მოხდა. ახალგაზრდამ ცეცხლი სანადირო თოფიდან გახსნა, რომელიც მის სახელზე იყო რეგისტრირებული.

ქალაქ ბლაგოვეშენსკის მშენებლობისა და კომუნალური მეურნეობის კოლეჯში 1500-მდე სტუდენტი სწავლობს.