რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი - გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ს ჩინეთისკენ მიმავალი ალტერნატიული გაზსადენი, „ციმბირის ძალა 2“ ჩაანაცვლებს
რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი - გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ს ჩინეთისკენ მიმავალი ალტერნატიული გაზსადენი, „ციმბირის ძალა 2“ ჩაანაცვლებს

გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ს ჩინეთისკენ მიმავალი ალტერნატიული გაზსადენი, „ციმბირის ძალა 2“ ჩაანაცვლებს. ამის შესახებ რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა.

„ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობა, რომელსაც გაზი ევროპაში უნდა ჩაეტანა, 2021 წელს დასრულდა, თუმცა მისი სერტიფიცირება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა.

რუსმა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთი და ჩინეთი მალე მოაწერენ ხელს შეთანხმებას, რომელიც „ციმბირის ძალა 2“-ით წელიწადში ჩინეთისთვის 50 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდებას ითვალისწინებს. ეს მოცულობა წარმოადგენს „ჩრდილოეთ ნაკადი 1“-ის თითქმის მაქსიმალურ სიმძლავრეს, რომელიც სექტემბრიდან გათიშულია. აღნიშნული გაზსადენი ევროპისთვის რუსული გაზის მიწოდების მესამედს უზრუნველყოფდა. „ციმბირის ძალა 2“-ით რუსეთი ჩინეთს გაზს მონღოლეთის გავლით მიაწოდებს. მილსადენის მშენებლობა 2024 წელს დაიწყება.