რუსეთის ელჩი გაერო-ში - დასავლეთს საქმე მიჰყავს სირიის დანაწევრებისკენ
რუსეთის ელჩი გაერო-ში - დასავლეთს საქმე მიჰყავს სირიის დანაწევრებისკენ

დასავლეთს საქმე სირიის დანაწევრებისკენ მიჰყავს, – ამის შესახებ რუსეთის ელჩმა გაერო-ში ვასილი ნებენზიამ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა, რომელიც ამ წუთებში ნიუ-იორკში მიმდინარეობს.

რუსეთის წარმომადგენლის თქმით, აშშ-სა და მისი მოკავშირეების დარტყმები კიდევ უფრო ართულებს სირიაში შექმნილ ჰუმანიტარულ სიტუაციას და ლტოლვილების ახალი ტალღის პროვოცირებას ახდენს.

„თავისი ქმედებებით აშშ კიდევ უფრო ამძიმებს სირიაში ჰუმანიტარულ კატასტროფას, ტანჯვას აყენებს სირიელ ხალხს, ხელს უწყობს ტერორისტებს, რომლებიც უკვე შვიდი წელია სირიელ ხალხს აწამებენ და რეგიონიდან ლტოლვილების ახალი ტალღის პროვოცირებას ახდენს“, – განაცხადა ვასილი ნებენზიამ.

„ისტორია ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს, მან უკვე დააკისრა ვაშინგტონს მძიმე სისხლიანი პასუხისმგებლობა იმის გამო, თუ როგორ გაუსწორდა იუგოსლავიას, ერაყსა და ლიბიას”, – აღნიშნა რუსეთის ელჩმა.

ნებენზიას თქმით, მოსკოვმა ყველაფერი გააკეთა, რათა დაერწმუნებინა აშშ და მისი მოკავშირეები, უარი ეთქვათ სამხედრო მოქმედებებზე.