რუსეთის ძალებმა ოდესის ოლქზე სამი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს
რუსეთის ძალებმა ოდესის ოლქზე სამი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს

რუსეთის ძალებმა ოდესის ოლქზე სამი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. როგორც უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით წერს, გაშვებულია „კინჟალის“ ტიპის სამი რაკეტა.

სარაკეტო იერიშის შედეგად დანგრეულია ხუთი შენობა, მათ შორის ტურისტული ინფრასტრუქტურის ობიექტი. დაშავებულია ორი ადამიანი, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

დღეს ოდესაში იმყოფებოდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი.