რუსეთის ძალებმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს
რუსეთის ძალებმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

რუსეთის ძალებმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი და ოდესის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ბრატჩუკი ავრცელებენ.

სარაკეტო დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, ადგილზე მაშველები მუშაობენ.

ბრატჩუკის ინფორმაციით, რაკეტა საწყობს მოხვდა. მისი თქმით, იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან საწყობის დაცვის თანამშრომლებმა განგაშის სიგნალის ამოქმედებისთანავე, უსაფრთხო ადგილს შეაფარეს თავი.